Tentang artikel

Penulis :

Muhammad Salih Al-Munajjid

Tanggal :

Wed, Aug 24 2016

Kategori :

Jurisprudence

Download

ალლაჰის წყალობა


ალლაჰის წყალობა

رحمة الله بعباده

< الجورجية – Georgian- ქართული >

        
ავტორი: მუჰამმედ სალიჰ ალ-მუნეჯჯიდ
اسم المؤلف: الشيخ محمد صالح المنجد




მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე
რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი
 
ترجمة:نودار (شعبان) داويتادز
مراجعة: فيصل أروجوف
ალლაჰის წყალობა

        

 


დიდება ალლაჰს!
უზენაესი ალლაჰი მოწყალეა, მწყალობელია, უსაზღვროწყალობის მქონეა, ისე რომ მისი წყალობა სამყაროში ყველაფერს მოიცავს.
უზენაესი ალლაჰი თავის წმინდა წიგნში ასე ბრძანებს:    
وَرَحْمَتِي وَسِعَتْ كُلَّ شَيْءٍ
“ჩემი წყალობა გარემოიცავს ყველაფერს.”[1]    
აბუ ჰურეირასგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა:
إِنَّ لِلهِ مِائَةَ رَحْمَةٍ: أَنْزَلَ مِنْهَا رَحْمَةً وَاحِدَةً بَيْنَ الْجِنِّ وَالإِنْسِ وَالْبَهَائِمِ وَالْـهَوَامِّ، فَبِهَا يَتَعَاطَفُونَ، وَبِهَا يَتَرَاحَمُونَ، وَبِهَا تَعْطِفُ الْوَحْشُ عَلَى وَلَدِهَا، وَأَخَّرَ اللهُ تِسْعًا وَتِسْعِينَ رَحْمَةً، يَرْحَمُ بِهَا عِبَادَهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ.
„ჭეშმარიტად ალლაჰი ასმაგად შემბრალებელია. მან აქედან მხოლოდ ერთი (წილი) ჩამოავლინა დედამიწაზე (მყოფ) ადამიანებზე, ჯინებზე, ცხოველებზე და ქვეწარმავლებზე. სწორედ ამ გრძობით არიან ლმობიერნი, ამით არიან ურთიერთ შემბრალებელნი. ამ გრძნობით ზრუნავს გარეული ცხოველიც საკუთარ ნაშიერზე. ალლაჰმა ოთხმოცდაცხრამმეტჯერ (დიდი) შეწყალების გრძნობა თავისთვის დაიტოვა, რათა განკითხვისდღეს ხალხი შეიბრალოს.“[2]
ომარ ბინ ხატტაბი (კ.ა.მ.) გადმოვცემს:
قَدِمَ عَلَى رَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم بِسَبْيٍ، فَإِذَا امْرَأَةٌ مِنَ السَّبْيِ تَبْتَغِي، إِذَا وَجَدَتْ صَبِيًّا فِي السَّبْيِ أَخَذَتْهُ فَأَلْصَقَتْهُ بِبَطْنِهَا وَأَرْضَعَتْهُ، فَقَالَ لَنَا رَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم : أَتَرَوْنَ هَذِهِ الْـمَرْأَةَ طَارِحَةً وَلَدَهَا فِي النَّارِ؟ قُلْنَا: لا وَاللهِ، وَهِيَ تَقْدِرُ عَلَى أَنْ لا تَطْرَحَهُ، فَقَالَ رَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم :  للهِ أَرْحَمُ بِعِبَادِهِ مِنْ هَذِهِ بِوَلَدِهَا
„შუამავალთან (ს.ა.ს.) ტყვეები მოიყვანეს, მათ შორის იყო ქალი რომელიც შვილს ეძებდა. ტყვეებს შორის როგორც კი იპოვა შვილი მაშინვე ხელში აიყვანა, გულში ჩაიკრა და ძუძუს მოწოვება დაუწყო.
ამაზე შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა:
-რას იტყვით ეს ქალი ამ ბავშვს ცეცხლში ჩააგდებს?
ჩვენ: არა, ალლაჰს ვფიცავართ ეს ქალი არავითარ შემთხვევაში არ ჩააგდებს მას ცეცხლში.
ამაზე შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა:
ალლაჰს ვფიცავარ, ალლაჰი მორწმუნეთა მიმართ უფრომეტად შემბრალებელია ვიდრე ეს ქალი თავისი შვილის მიმართ.“[3]
ალლაჰის წყალობაა ასევე შუამავლების მოვლინება, წმინდა წიგნების მოვლინება და ყოველგვარი სირთულისგან შორს მყოფი, სწორ გზაზე მატარებელი შარიათი, რომელიც ალლაჰმა დაგვიდგინა.
უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
وَمَا أَرْسَلْنَاكَ إِلَّا رَحْمَةً لِّلْعَالَمِينَ
„შენ (სხვა არაფრისთვის) არ წარმომიგზავნიხარ თუ არაწყალობად სამყაროთათვის.“[4]
ასევე ალლაჰის წყალობაა რამაც მორწმუნე განკითხვისდღეს სამოთხეში უნდა შეიყვანოს, თორემ მხოლოდ მისი ნამოქმედარით ვერავინ ვერ შევა სამოთხეში.
ამის შესახებ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს..) ბრძანებს:
لَنْ يُدْخِلَ أَحَدًا عَمَلُهُ الْـجَنَّةَ. قَالُوا: وَلَا أَنْتَ يَا رَسُولَ اللهِ؟ قَالَ: لا، وَلا أَنَا، إِلا أَنْ يَتَغَمَّدَنِي اللهُ بِفَضْلٍ وَرَحْمَةٍ، فَسَدِّدُوا وَقَارِبُوا، وَلا يَتَمَنَّيَنَّ أَحَدُكُمْ الْـمَوْتَ، إِمَّا مُـحْسِنًا فَلَعَلَّهُ أَنْ يَزْدَادَ خَيْرًا، وَإِمَّا مُسِيئًا فَلَعَلَّهُ أَنْ يَسْتَعْتِبَ
     „საკუთარი ნამოქმედარი (კეთილი საქმით) ვერავინ ვერშევა სამოთხეში!
საჰაბეებმა ჰკითხეს:
-ალლაჰის შუამავალო ვერც შენ ვერ შეხვალ?
-ვერა, თუნდაც მე... მხოლოდ ალლაჰის პატივითა და წყალობით. მთელი ძალღონით კეთილი და სწორი საქმის კეთებას ეცადეთ. სიკვდილს ნუ მოისურვებს რომელიმე თქვენგანი. რადგან კაცი თუ კეთილი პიროვნებაა სიცოცხლის მანძილზე კეთილის ქმნას, ხოლო თუ ბოროტია მონანიებას ვიმედოვნებთ.“[5]
მორწმუნე ყოველთვის ალლაჰის წყალობის იმედად უნდა იყოს და ამავე დროს მისი შიშიც უნდა ჰქონედს.
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
نَبِّئْ عِبَادِي أَنِّي أَنَا الْغَفُورُ الرَّحِيمُ وَأَنَّ عَذَابِي هُوَ الْعَذَابُ الْأَلِيمُ
„(შუამავალო!) აცნობე ჩემს მსახურთ, რომ ჭეშმარიტად (თუ კი მოინანიებენ) მე ვარ (ცოდვების) მიმტევებელი, (მე ვარ მორწმუნეების) შემბრალებელი და ასევე (აცნობე თუ არმოინანიებენ) ჭეშმარიტად ჩემი სასჯელი მწარე სასჯელია.“[6]
ღმერთო შეგვწყალე, მოწყალეთა მოწყალეო!
        
 -------------------------------
[1] სურა, ა’რაფ, 7/156-ე აიათი.
[2] მუსლიმ, ჰ.ნ. 6908.
[3] ბუხარი, ჰ.ნ. 5653; მუსლიმ, ჰ.ნ. 6912.
[4] სურა ენბია, 21/107-ე აიათი.
[5] ბუხარი, ჰ.ნ. 5349; მუსლიმ, ჰ.ნ. 7042.
[6] სურა ჰიჯრ, 15/49-50-ე აიათი.